↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლარიქს სიბირიკა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2009-05-131 წთ საკითხავი96948 ნახვა

—
(ლარიხ სიბირიცა - ციმბირის ნაძვი)
ფიქრს დღე და მოსწრება რად გადავალიე?ლენა, ენისეი, ზაბაიკალიე...აწ ჩემი ოცნება და ჩემი ლირიკაობოლი ნაძვია - ლარიქს სიბირიკა.
სხვა იტყვის: სად ჩვენი ქართველი პოეტი,სად მზე კოლხიდისა და სად ჩრდილოეთი!განდევნა მიწამა, ცამ ვერ შეირიგამაღალტანოვანი ლარიქს სიბირიკა.
ონეგის სიშორე, ურალის ქარ-თოვლი,ყოფნა ლარიქსისა ცივი, მარტოული.დღეები სითბოსი ვერვინ დაირიგადა აღარც შენ გერგო, ლარიქს სიბირიკა
იყო დაკარგული - წიაღს რაც ებადა,ადგილს კატორღათ და გადასახლებათა.დიდი გარდატეხის ზარი დაირეკადა შენც მოგესმა ის, ლარიქს სიბირიკა!
აწ ვით უსაზღვროა სივრცე შენს გარშემო.იტყვი: გაიღვიძა მხარემ მძინარემო -ვითარ დიადია იმ გზათ, იმ არეთამძლავრი ენერგია წყალუხვ მდინარეთა
აგერ მონადირე მოდის, ვით წვეული,და მას ათასფერი მოაქვს ბეწვეული.თოვლი, როგორც მტვერი, ისე დაირეკაშენმა განრტოებამ, ლარიქს სიბირიკა!
ზღაპრულ სიმდიდრეთა დროა მოგროვების,აურაცხელია ოქრო - ოქროების,შემჭიდროებულთა არა აქა-იქაგადაჭიმულია ტუნდრა და ტაიგა.
მიწას ციმბირისას ტყეთა ამალებითმისდევს თვალუწვდენი, ვრცელი ტრამალებირაც კი ფაბრიკების დიდი მილებია,დიდი ქარხნების ხმას შეხმატკბილებია.
ყინვა გადავიდა, ნისლი გაირეკა -მაისს გაუმარჯოს, ლარიქს სიბირიკა!
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი