↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ტერენტი გრანელს

ღლონტი ვახტანგ

2026-07-181 წთ საკითხავი6076 ნახვა

—
ზღვაზე ფეხით მინდა გავიარო ახლა,უკან მომყვებოდეს შენი ორეული,სულში უსახელო სევდა ჩაესახლა,ასე ნაცნობი და ასე შორეული.
გული ჩამომწყვიტე როგორც ჩოხას ღილი,ჩემი მწვალებელი მკვდარი მზის ფონია,ისე მწუხარეა შენი მოძახილი,როგორც განწირული ქვეყნის სიმფონია.
სული საყდარია, მკერდი რა ფიქალი,სხივთა ელვარება გადაენთო ლოყებს,მხოლოდ შენ გესმოდა ჩემი ნაფიქრალი,ლექსად გაწყობილი ჰგვანდა ნეკროლოგებს.
ევას ნაშიერო, როგორ განდო სული?გზებმა დაგზაფრეს და სხვასთან დაიცადე,ასე შორეული, ასე მარტოსული,ასე დაისრული მივალ დაისამდე.
ვარდად ხელმეორედ აღარ გავიშლები,ზეცას დავიწყნია ჰანგი სამაჟორე,მკვდარი თევზებივით ყრია კლავიშები,ღმერთო მომკალი და მიწას გამაშორე.
ღლონტი ვახტანგ

ღლონტი ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი