↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წერილი წყალს

ოდიშარია გურამ

2026-07-184 წთ საკითხავი1463 ნახვა

—
აღარასოდეს არ მითქვამს შენთვის _მიყვარხარ-მეთქი, ისე მიყვარდი,ღრმად არასოდეს ჩამიხედავს შენს თვალებში _მეშინოდა ჩემი სირცხვილის დაგახსენებდი სიმღერებში ისე,რომ ვერ გეცანი.ვიცი, არ უნდა თავდებოდეს შენზე გალობა,მაგრამ ხომ არსებობს კვნესა დამე ვკვნესი შენით.არც უსიტყვობა მიკადრებია შენთის დაარც სიტყვათუხვობა.შენი ყინვიდან, შენი თოვლიდან,შენი წვიმიდან გამორბის ბავშვი ჩემი დაშენს ხელებს მიწვდის,და გცნობ შენ.შენ მიგაქვს ჩემი შავი სიზმრები.აღარასოდეს არ მოკვდება დამაწყევარი შენი,რადგანაც აღარასოდეს არ ყოფილა იგი ცოცხალი.ხარ შენ სიტყვები თევზთა და ქვათა,ხარ შენ თევზიცა და ქვაც,ტივტივებს შენში მიწა _ ჩემი სამკვიდრებელი.დასცინი საათებს,ამწიფებ ღრუბლებს,ძირავ ღამეებს დააწრიალებ მზის ქარებს...განა ვხვდებოდი, რომ ყოველი ლოცვაგალობდა შენზე?როცა შემოდგომა გაუძღვება ფრინველებს,როცა მძიმე ნაბიჯებს მოისხამს დეკემბერი,როცა წაიქცევა ყანის სანთლები,თვალთა გუგებში მისახლდები მე დანუთუ, დალოცვილო, მხოლოდ მას იტევს თვალი ჩემირაც მიაკუთვნეს?როცა აღმოგაჩენენ ვარსკვლავები ბინდის,როცა აჭიხვინდებიან მინდვრის ხანძრები,როცა დაიკორტნება ცა ყორნებით,გამოჟონავ შენ ჩემს სიტყვებს შორისდარჩენილი სივრციდან, ლანდო ანგელოზისა.შენგან განწირულს ხავსიც კი ეხმარება.დიდება მათ, წყალო, ვინც დაგგალობდა შენ,მაგრამ დიდება იმ ბაგეებსაც,რომლებსაც შენზე ერთი ლოცვაც არ დასცდენიათ _მათშიაც ხომ განეფინები.ვერ ჩაგაწვენენ შენ დავიწყებაში დავერ დაგტკეპნიან სახურავებით _შენი ჩიტები მშვიდად კენკავენ გარდაცვლილ წამებს დაშენს ცას მოჰყავს მშვიდი ხეები.და ბალახი ხარ შენ დაიცინის მომაკვდავი შენი ხილვით გამხნევებული.შენს სანათურში დაფრინავენ წმინდა პეპლები დაგეწაფებიან კაცებიც და ქვიშებიც,საწყლებიც და უმოწყალოებიც.მომქუხარებენ შენი ტალღებისალ კლდეებში ჩაპნეულები.ერთ დროს შენსავით ცივი გახდებასისხლი ჩემი და მაშინ უფრო ხმადაბლავისაუბრებთ.ამიდიდდები გამშრალ ტყეებში,აღმომიცენდები საყვარელი თვალებივით,რომლებიც შენგან მოჟონავენ დარომლებსაც მხოლოდ შენთან ვახსენებ.შენ ერთადერთი ზმანება ხარ დაშენთან ცხრება ცეცხლი და ქარი ფერდანისლული.შენ მაინც აღარ მიღალატო მე _მრავალგზის ნაღალატევს დადარჩი ჩემთან უკუნისამდე ერთადერთ ჭეშმარიტებად...ვხედავ, თბილია პური შენიმდუმარებით მოპოვებული,ვხედავ, ანათებს შენი მარილი დაღრუბელთა ქაფში ამაყად დაფრინავენჩემი მერცხლები.შენ კარგად იცი _ ვისაც გვიგზავნიისიც ჩვენშია.არის კი ვინმე შენკენ მიმავალქალბატონზე ულამაზესი?მშვენიერია გველიც შენკენ გასწრაფებული _ეს დაწყვეტილი ნაკადულირომელ მდინარეს გამოეპარა?მე, მზერამოკლე, გგონია გხედავ? _შენ ხომ მნათობებს მიღმა იწყები დამძიმეა, მძიმე ვაზი შენი.რატომ ერთხელაც არ მოისხამსშენი ჩანჩქერი ყვავილს, რად ჩქარობს?შენც შემიდედდები ერთხელ სისხლივით დაშენც დამამთავრებ წყალდიდობის სიცარიელით...ეწვეთები თვალებს სურათად _ჩემი ნაყოფი შენს ტოტებს ღუპავს.დიახ, მესმოდა შენი ხივილი,ვგრძნობდი შენს მარტოობას,ვხედავდი შენს სიკვდილს,მაგრამ ვდუმარებდი, როგორც მასწავლე ისეშემინდე...თუმც შენი ნაპირები მქონდა,თუმც შენი რტოები მემოსა,თუმც შენი თვალებით ვსუნთქავდი...მაინც ნაბიჯსაც არ ვდგამდი შენს გადასარჩენად.შემინდე...შენს ყველაზე პატარა გუბურას,შენს ყველაზე მღვრიე გუბურას,ჩემს გზებს ადევნებულ გუბურასვეამბორები და ვეჩურჩულები:მაპატიე მე, შემიწყნარე-მეთქი...თუმც გესაუბრები და გესაუბრები,თუმც მისმენ, მაგრამჯერ არ დაგვიძრავს არც ერთი სიტყვა,რადგანაც ჩემში ზღვა ჩააბუდე დაბადებისას დაასწავლე მას გზა ჩემი თვალებისაკენ.
ოდიშარია გურამ

ოდიშარია გურამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი