↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბუხართან

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი106500 ნახვა

—
ცეცხლი ფიქრებს როდი უფრთხის,ცეცხლი ფიქრიანია,იგრიხება ალი ბუხრის,ისიც აწ ფრთიანია.
ნაკვერცხლებო, თქვენც ზიარისმოგონებით ენთებითსიცოცხლის ხის, ნათელ მთვარისდა მზის ორნამენტებით.
თქვენ დაგცქერით მოსახებავაზის ნელი სირმებისდა მედგარი დაჯახებაჯიხვების და ირმების.
იგრიხება ალი ბუხრის;ისიც აწ ფრთიანია,ცეცხლი ფიქრებს როდი უფრთხისცეცხლი ფიქრიანია.
ეჰ, ოცნება არ გაივლის,რა არ გამახსენდება,ვტოვებ ცეცხლთან და აივნითცას შევცქერი. თენდება.
ზეცა დაწყნარებულია,ველს ნამი ესხურება.ბუბა გაცხარებულია,ბუბა მიეშურება.
შემოსილი ლაჟვარდით დაშუქით უკვდავყოფილით,სდგება შოდა-კედელას მთა,რუსთაველის პროფილით.
მსურს შევაღო სახლის კარიდა უეცრად დავდექი:ო, ეს კარი კი არ არის,ცისკრისაა დამდეგი.
თითქოს ნაბდიანი მეგრიორნამენტად ეგება,“მობრძანდიო” - მისი ეგრემესმის შემოგებება.
და იღება ხმებიანიჰანგით თანამოგვარე,კარი ჩუქურთმებიანი,კარი სტუმართმოყვარე.
აქაც მხვდება ალი ბუხრის,ისიც აწ ფრთიანია,ცეცხლი ფიქრებს როდი უფრთხის,ცეცხლი ფიქრიანია.
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი