პოეზია · ლირიკა
როცა დავშორდით (მთარგმნელი: ხათუნა ბოლქვაძე)
Normal 0 false false false RU X-NONE X-NONE როცა დავშორდით მაშინდუმილითა და ცრემლით,დიდხანს მწუხარე დავრჩი,გაიყო გული ჩემი.ყინვამ წაგართვა ფერი,ესოდენ ცივი კოცნაც,მენიშნა ყველაფერიდა განშორების მოსვლაც.
როცა დამეცა ცვარი,დილით მხურვალე შუბლზე,ვიგრძენი რაღაც ავიდა ახლაც მადევს გულზე.ვხედავ გატეხე ფიცი,გამოჩნდა შენი სახე,შენი სახელიც ვიცი,მისი შერცხვენაც ვნახე.
მათ ჩემზე ადრე გიცნეს,გლოვის ზარები მესმა,და გული ვეღარ ითმენს,ძვირფასი იყავ ერთხანს.ბევრმა არ იცის, ვხედავეს ნაცნობობა ჩვენი,დიდხანს ვინანებ ნეტავ?არის სათქმელად ძნელი.
ჩვენ საიდუმლოდ შევხვდითდა ძლიერ მტკივა გული,აღარაფერი მეთქმის,მატყუებს შენი სული.თუკი ოდესმე გნახე,გავწირე თავი ჩემი,როგორ გავაღებ ბაგეს,დუმილითა და ცრემლით?!.