პოეზია · ლირიკა
სურათი ახალ ქრისტესი
შენს სურათს ახალ ქრისტეოერს თაყვანს აცემინებენ,ვით პირველყოფილ კერპის წინყველას თავს ახრევინებენ.
შენის სახელის წიგნებსასოფლებში არბენინებენ,ვინც არ გილოცავს, იმ ხალხსაჩეკაში ათმენინებენ,
მარქსისტთა სახარებასაწირვაზე ასმენინებენ.თავად სახსნილოს მიირთმენ,სხვებს მარხვას აჭერინებენ,
თვით ჰყლაპენ სხვისა ნაშრომსა,მშრომელთ კი აქცერინებენ,შენი მიმდევნი, შენის თქმითხალხს ერთურთს ათელინებენ,
სუყველგან ძეგლებს გიდგამენ,მღებავებს აფერინებენ,შენის სახელის ჩუჩელასგრძელ სიტყვებს აბერინებენ.
რო სულელების ბელადიუნდა სუყველამ გაიცნოს,მსოფლიო ისტორიაშიიმანაც პრიზი აიღოს.
ქუჩაში მოხეტიალემშრომის სახელი დაიდოს,უქნარა გამიბატონდეს,ჯუბეში ხელი ჩამიყოს,
მე გამომართვას ქონება,თავისი თავი გაიძღოს,ჩემის პურით და ღვინითადაბა-ატლასი ჩაიცოს.
გუშინ ქურდმა და ბაცაცამდღეს ჭკუა უნდა მარიგოს,ლენინის გადმოცემულიმარქსის კანონით მამიგოს!
მოვა სიკვდილი უჩინო
შუქს ბნელი შესჭამს, ვარდს - ჭია,კაცის გულს - ჯავრის იარა,მოვა სიკვდილი უჩინო,ერთ წამში აგყრის იარაღს;ჩვენ რას წავიღებთ ამ სოფლით,სხვას არა წაუღია რა.