↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არაფერი თქვა

საჯაია გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი17540 ნახვა

—
კანაფის კვამლში გახვეულიპლანეტა, ბებერ ეფენდივით,თვლემს.დრო გაფუჭდა - ჩაიხვია.მიზიდულობას ეფედრინითვებრძვი და კედლის კალენდრებზე -მაისის ზერო...მირაჟულიდღეები ჰგვანან პალინდრომებს -წასვლა, წამოსვლა, ვირაჟები.მთვარე გავტეხე - ნახევარიაბი LSD 25-ის,ენის ქვეშ - იყო ახირება...არაფერი თქვა, ჩამეხუტე!შეშლამდე ისე ცოტა კმარა,რომ სულში სისხლი ჩამედინა:შენი სხეული ცოდვა არი,რომელიც უნდა ჩავიდინო!ვინ იცის, იქნებ აღასპერზეშვიდიათასჯერ ცოდვილიც ვარ?!გაჩუმდი, არ თქვა არაფერი,დაწექი...მკერდზე ბოდელიერსგადაგათარგმნი ფრანგულიდანდა ბოროტების ყვავილები,მზეს დამტვერავენ რეგოლიტით -შეციებული კამელია,მკლავს დააკვდება ოლიანდრისსამოთხის ბაღში...ალბათ მერე,გასწორდებიან კალენდრებიც,ხოლო მანამ კი - მაისის ზერო...არაფერი თქვა, მომეფერე!კანაფის ნისლში გახვეულიპლანეტა, ბებერ ეფენდივით,თვლემს.დრო გაფუჭდა - ჩაიხვია.
საჯაია გიორგი

საჯაია გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი