↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე ვცხოვრობ წიგნში

საჯაია გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი17539 ნახვა

—
და შენთვის მხოლოდ სიტყვები ვარ, ანუ მაშინაცარაფერს ვნიშნავ, როცა გინდა რამეს ვნიშნავდეუმეტესს, ვიდრე სიტყვებია (მე ეს მაშინებს),მაშინაც, როცა მკითხულობ და "?"-თან
ჩერდები, როგორც შუქნიშანთან და გზას აგრძელებდანიშნულების "."-მდე, ანუ სახლამდე,"," დღის მერე და დაღლილი, კითხვას საძილეაბით ამთავრებ, რომ დილიდან, ისევ ახლიდან
დაიწყო; როცა ცრემლის ლაქად რჩები სარეცელს,ან როცა თითის ანაბეჭდად რჩები მაგიდას,ჭიქაზე; როცა ჩვენში დარჩეს, მაგრამ არ იცი,რა მოუხერხო ამ დარჩენებს ჩვენში - არ გინდა
ფიქრი ამაზე, ან არ გინდა ფიქრი ზოგადად,გულიდან იგლეჯ, ან პირიქით, გულში ინახავ;ან როცა ყელში, როგორც ასთმა, როგორც ბრონქიტი,გიჭერს სული და სასუნთქ გზასაც, უკან დასახევ
გზასავით გიჭრის; ან უბრალოდ, თითზე სათითესიკეთებ, ნემსში ძაფს უყრი და ფიქრობ: რას იზამ,თქვას, რომ ყველაფერს საზღვარი აქვს, თქვას და ატირდესვისთვის ძალიან იოლია, ვისთვის - არც ისე...
და ნაცვლად ცრემლის, სისხლის გუბედ რჩები სარეცელს.და ჭიქის ნაცვლად, ნამსხვრევები რჩება მაგიდას.და შეიძლება საშველია, მაგრამ არ გინდა.და არაფერი შეიცვლება, მაგრამ არ იცი.
საჯაია გიორგი

საჯაია გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი