↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მარტივი მოტივი

საჯაია გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი17552 ნახვა

—
მირტებს ვუმარტოვებ მანტოს და მანტიას -დაე ბედის ხაზებს პასუხი გაეცეთ!ყველაზე მარტივი მოტივი მარტია,თებერვლის ამარტ-არტს სადმე რომ გაექცე.
და მერე მარტიდან, წვიმების სეზონისგარდაუვალობით გაწამებს ანანკე.და არის აპრილი, უდაოდ, რეზონიდა მერე მაისი და მერე... მანამ კი:
ოთახში სიბნელე. სიბნელის ოთახში -საგანთა ქაოსი. ქაოტურ საგნებში -ყოვლად უსარგებლო ნივთების ზარდახშა.ნაცნობი ანფასი, დაორთქლილ სარკეში.
კედელზე ნახატი - მილანი, ლა სკალა.ფანჯრებზე არეკვლა, გერბერთა პროფილის.და ღამის ზეწოლა - ცხრა გიგაპასკალი.და მთვარე - სიგიჟის პერპეტუუმ მობილე.
უძილო თვალებში სამყაროს სიმრუდე.და ერთფეროვანი დღეების რიგებიქრებიან ერთბაშად, ასტრალურ ბერმუდში.და ისევ თავიდან და ისევ იგივე...
და მერე მარტიდან, წვიმების სეზონისგარდაუვალობით გაწამებს ანანკე.და არის აპრილი, უდაოდ რეზონიდა მერე მაისი და მერე... მანამ კი:
მირტებს ვუმარტოვებ მანტოს და მანტიას -დაე ბედის ხაზებს პასუხი გაეცეთ!ყველაზე მარტივი მოტივი მარტია,თებერვლის ამარტ-არტს სადმე რომ გაექცე.
საჯაია გიორგი

საჯაია გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი