↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მარინისტული ალეგორია

საჯაია გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი17539 ნახვა

—
მაიორკასთან სულ სხვა არის ხმელთაშუა ზღვა(ასეთ დროს შავ ზღვას, როგორც წესი, არ იგონებენ)...აქ განთიადი გახლეჩილი, მზეა, შუაზედა შეღამებას ფერი დაჰკრავს ფლამინგოების.და იბიციდან მონაბერი, მსუბუქი ბრიზი,აკვამარინის სამკაულებს ქვიშაზე ფანტავს.პალმების ჩრდილქვეშ ირუჯება მედუზა გრილზე,რომ მერე ვახშმად მიებაროს ლაგუნის ფანტომს.არაფერია აქ სიკვდილზე უფრო უაზრო,ხოლო სიცოცხლე, პირობითად - ალეგორია:მაიორკასთან სულ სხვა არის ხმელთაშუა ზღვა(ასეთ დროს გულრიფშს, როგორც წესი, არ იგონებენ)...
საჯაია გიორგი

საჯაია გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი