↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლპობა

საჯაია გიორგი

2016-01-131 წთ საკითხავი13719 ნახვა

—
სინამდვილეში, სულ ეს არის. ხოლო რაც არის,სულში ფურთხია, სისხლში - შხამი, ლექსში - ტერცინა,ღვიძლში - ციროზი, გულში - ხინჯი, თვალში - ნაცარი.
მე მოვდიოდი შენს ხელებთან, როცა გეძინადა, ჩემო სულო, შენს თითებში სახეს ვმალავდი,რომ მტკიოდა და... რომ სიმწრისგან არ გამეცინა.
და მივდიოდი - "მაღლა იდგა გემი დალანდი", -შენ, სისხლო ჩემო, არც კი იცი საერთოდ, ვინძლო,რომ სწორედ შენგან ვისახსოვრე წასვლის ტალანტი.
ღვიძლო, შენ, ჩემო სულით ღვიძლო და სისხლით ღვიძლო,არაფერია. სიტყვებია. როგორ დაბერდი...მძიმეა. გზაა. შიმშილია. წლებია. მიძლებ.
გულო, მე მახსოვს ყველა წყალი, სადაც ჩავარდაყინვა და ყველა სიყვარულის დიდი ხანძარიმახსოვს და მხრები და ტუჩები და თმის ხავერდი.
და თქვენ, თვალებო - სულ ეს არის. ხოლო რაც არის,სულში ფურთხია, სისხლში - შხამი, ლექსში - ტერცინა,ღვიძლში - ციროზი, გულში - ხინჯი, თვალში - ნაცარი.
საჯაია გიორგი

საჯაია გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი