↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შურიანი პოეტი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
არ მეძინება. თვალბოროტი და აბეზარიმღრღნის მწუხარება. ძლიერია სულში ანთება.დუმილი ბნელი დამზუზუნებს როგორც მეზარე,წარსულისაგან მე ნაცნობი ხმა მელანდება:„ფიქრობ, ჩვენს შორის ყველაფერი თითქო გათავდა,მშვიდ სამარეში გეგულები მშვიდი ცხედარი.მაგრამ აქა ვარ. აქ ვიქნები განთიადამდეშენი დემონი და სტუმარი გაუბედარი.ახალგაზრდობა მოგიწამლე მძიმე შხამებით,შენ საიდუმლო ჩემს გარეშე რა დაგრჩენია?სული აგივსე ბურუსებით და შეღამებით,მტრებს მორჩილებით მივაკუთნე შენი გენია.მით ვარ ძლიერი, რომ არავის არ აპატიაჩემმა ხელებმა ბედნიერი შენი შვენება,იმით, რომ გულში უდაბნოა და აპატია,იმით, რომ თვალებს არ ედებათ მზის გათენება.ასე უძილოდ მიდის შენი ყოველი ღამე,განუკურნელი მწუხარება აღარ გშორდება“.
1922
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი