პოეზია · ლირიკა
ხანძართა გვერდით
ხანძართა გვერდით,როცა სულში კიალებს ჭრაქი,ნუ ქნას უფალმა,დავიჩემო უმსგავსო ბაქი.მთავარი, - ჭრაა!და თუ გასჭრა შუქმა წკვარამი,მეტადრე კარგი,მეტადრე კარგი,სანატრელია განა სხვა რამეთუ განმაშორა შუქმა ვარამი?მადლი შენს ნათელს მგზნებარე სულო,ცხოველი სიტყვის ლურჯო ტაძარო,ნუ ქნას უფალმა...ნუ ქნას უფალმა...ფრთხილად ხანძარო!ფრთხილად ხანძარო!