პოეზია · ლირიკა
სონეტი 7 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)
აგერ, მნათობმა გაახილა ზეცაში თვალი,ამოაფრქვია აღმოსავლეთს სხივთა მძივები,მერე თვისსავე სინათლეში მოხატა კვალი,საწუთროს თაღზე სიდიადით ნალივლივები.
მერე შუადღის დაბრძენებით დამშვენებულმა,ვეღარ მოირგო ყმაწვილური ვნება-სურვილიდა, ვით მოკვდავმა, სილაღეში თავაშვებულმა,კვლავაც განაგრძო გზა-სავალი ოქროცურვილი.
მერე დაეშვა... ვეღარც ყელი მოიღერა დაგარდუვალობას ვეღარც ასცდა ბნელი ქაოსის,სადღაც მიღმიერ სამყაროსკენ ტყორცნა მზერა დავეღარაფერი მოიტოვა სააქაოსთვის.
შენც, ვით მნათობმა, არ მიანდო გზას სიმარტოვედა სიკვდილამდე ერთი შვილი მაინც დატოვე.