↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვურჩიოთ რამე?

ზანგური გიორგი

2013-05-121 წთ საკითხავი16361 ნახვა

—
ფეხები მიადგი, ლამაზო, ერთმანეთს,კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,გვირილა კანჭებზე გაკოცებს, ღმერთმანი,შეგრცხვება, იცოდე, და მე ვერ დაგიცავ.გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,ვერ ხედავ, მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?მზე სხივებს წაგატანს, თუ გაგეღიმებადა გვიან მიხვდები, ძვირფასო, რაც გელის.თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი _ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!არ იცი, მაგრამ მე ხომ ვიცი, რაც არის.ეგ ყელი მაღალი, როგორმე დაფარე,იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,თუ არ დამიჯერებ, წვეთს შემოგაპარებს,მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა _რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო!
ზანგური გიორგი

ზანგური გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი