↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ერთი მტკაველი მიწა

ზანგური გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი16363 ნახვა

—
მტკაველზე მარხავდნენ ბავშვები მერცხალს,ფოთლის სუდარა ტანზე ესვენა,ეზოში ქალი თეთრეულს რეცხავს,თვალები მასაც სევდით ევსება.
საფლავზე ეწყოთ ფერადი ქვებიდა ჩამომჭკნარი ორი გვირილა,ბავშვები _ მერცხლის ჭირისუფლებითამაშ-თამაშში იქცნენ ტირილად.
პატარა გოგომ გაბერა ტუჩი _მისი ფანჯრის ქვეშ ჰქონია ბუდე.იწვა ხალისი ფეხსაცმლის ყუთში,როგორც კუბოში, ყველანი დუმდნენ.
უმღერეს ერთად `ჟუჟუნა წვიმა~ _მეტი გალობა ჯერ არ იციან,კაცთან მივიდნენ და უთხრეს ცივად:_ ჩიტი მოგვიკვდა, ლადო ბიძია!
ზანგური გიორგი

ზანგური გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი