↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რომ

ჯავახაძე ვახტანგ

2011-11-121 წთ საკითხავი27000 ნახვა

—
თავის გზაზე წამიყვანა მოგონებამ სანეტარომ,მზე რომ ზღვაშ ჩავიდა და ვარსკვლავების სონატა რომ...გამახსენდა ძელისძველი მოტივები საზეპირო,არფები და დაფები და ჩანგები და საზები რომ...მინდა ჩემი სიყვარული წარსულივით დავიტირო,ნეტავ როგორ იქნებოდა საქართველო, დავითი რომ...გრიგალივით იზრდებოდა ხიფათი და ფეთერაკი,ვეფხვი თვალს არ გვაშორებდა, ავაზა და პანტერა კი...ყველა გზამ და მოედანმა მოითხოვა ობელისკი,შური ისე დაიბოღმა, ალბათ მეფისტოფელიც კი...ზუსტი ალღო უნდა გქონდეს, დრო რომ დაახასიათო,ხელმწიფე და მსაჯული რომ კამათობენ: აზია თუ...ფიქრი ჩემი არ შორდება ნაციხარს და ნავენახარს,მაგრამ მზეში ამოვლებულ ალავერდს რომ დავინახავ...თვალი მშვიდად შეისვენებს ძეგლებთან და გაზონებთან,ყველაფერი ნათელია, მაგრამ ასჯერ გაზომე და...მთვარე რომ და ვენერა რომ, მარსი რომ და სატურნი რომგაბრწყინდება და მოგვიხმობს ასპარეზზე სატურნირო,შევუწყოთ და შევუთანხმოთ სამშვიდობო ფიცი ნოტებს,რომ დიდი და რომ პატარა რომ ყოველთვის იცინოდეს.1983
ჯავახაძე ვახტანგ

ჯავახაძე ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი