პოეზია · ლირიკა
ღვინობისთვე
გადამსკდარია ყურძნის მარცვლები,მზეზე, ვით ქალის მკერდზე საკინძე,დადუღებულა `სამოთხის სითხე~,არც კი სცალია ახლა მასპინძელს.თარი კუთხეში აყუდებულა,დაუფენიათ ტახტზე ჭილოფიდა ჭურის თავთან სადღეგრძელოა,მოშუშებული ყველა ჭრილობის.