პოეზია · ლირიკა
შენ მოკვდი მზეჭაბუკივით
ლადო ასათიანსთბილისი ლურჯი ცრემლით აივსო,სტვენდა ტოროლა მაინც იმ დილით,მაგრამ გული რომ ვეღარ მაისობს,ასჯერ მოკვდები ერთი სიკვდილით.იქ დააკვნესეს ეს გუდასტვირიდა ლეჩხუმიდან გწერდნენ ბარათებს,ზოგჯერ `ბოროტ სენს~ კი არ დასტირი,ქრები და მერე ლექსად ანათებ.სიკვდილის ჯიბრზე ისევ ელავდნენ,ფართო თვალები, როგორც ორი მზე,ხველებისაგან წამსკდარი სისხლი,ყაყაჩოებად გცვივა ლოგინზე.ანგელოზებმა თან გაიყოლეს,უფლის მტრედივით სურვილი წმინდა,`ხომ ლამაზია ეს საქართველო~,მაგრამ შენ უფრო ლამაზი გინდა.ფეხის ხმის ექო ქუჩას შემორჩა,დილით ცა გიგლოვს, ღამე ბუ კივის,გხატავ მზეჭაბუკს, რაშზე შემომჯდარს,შენ მოკვდი, ზუსტად მზეჭაბუკივით.