პოეზია · ლირიკა
წითელი ყვავილი
რადგან ცუდად მაქვს სიტყვა დაცდილი,მე გეფერებით ჩუმად, უთქმელად,ქარშიც და მზეშიც უკვე განცდილი,ჩემო თელავ და ჩემო ურთხმელავ –წარსულზე დარდი ალბათ ჩაივლის,ძეძვის ტოტებზე ქარი ბანცალებსდა დაკაწრული ეკლით ყვავილი,თითქოს სულიდან ამომაცალეს.