↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე ვინა მთქვა

შატბერაშვილი გიორგი

2023-05-121 წთ საკითხავი13545 ნახვა

—
მე ვინა მთქვა სიტყვის მთქმელად,ვინ დამარქვა ლექსის მთქმელი?რა ხანია ვეჭიდები,ვერ ავხადე გულს სარქველი...
ბარი დავკარ, ხელი გავკარ,ვემუდარე, ვეანდაზე,ჩავძახოდი -მიბრუნებდასიყვარულის მეათასედს.
ვერ ავხადე გულს სარქველი,ალბათ, ჟანგი მოსდებია,შიგ ღვინოა ძველისძველითუ ბაჟაღლოს ზოდებია?!
შიგ ღვინოა ძველისძველი,იქნებ ღირდეს დამათრობლად,ამოხაპვა ვერ შევძელი,ჰა, სიბერემ დამათოვა!
გულის პირი ვინ გაჰკერა,ან სარქველი რამ ჩაკირა,უნახავად ვინ გამიგებს,ვინ დამიგეს ჭაშნაგირად?!
ღვინო რჩება შეუსმელი,გულმა თუ არ მითავდება,მიიწურა შარა გრძელი,სიყვარულიც მითავდება.. . . .ლექსო,კუბოს ვერ ჩაგიტან -ეგ იმედი ამოაქრე,გულს სარქველი ვერ ავხადე,საფლავს როგორ ამოანგრევ?!
1956 წ.თბილისი.
შატბერაშვილი გიორგი

შატბერაშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი