↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჰამლეტ გონაშვილს

ჩალაბაშვილი თემურ

2026-07-181 წთ საკითხავი1930 ნახვა

—
შენ წამოიწყე ,,დაიგვიანეს”და შუბლზე გაჩნდნენ ოშკის ბზარები,იქნებ, ე, მაგ ყელს ერთად ხატავდნენბექა და ბეშქენ ოპიზარები!კრთოდნენ შენი ხმის მინანქარები,როგორც ჩანჩქერი კლდიდან ვარდნილიდა არწივული შენი თვალებითმეხატებოდა წინ ავთანდილი. . .. . .მღეროდი რაღაც სულ სხვა თილისმით,თითქოს სიმღერით ტაძარს ხატავდი,თავზე გეხურა ზეცა თბილისის,ღომლის მიწაზეც ამოთავთავდი!დაიგვიანეს, მაგრამ სალამურსყური მოჰკრეს და აღარ დარდობენდა ის პატარა მწყემსი ბიჭებიკახეთის მთებში დანავარდობენ.შენ წამოიწყე ,,დაიგვიანეს”და შუბლზე გაჩნდნენ ოშკის ბზარები,იქნებ, ე, მაგ ყელს ერთად ხატავდნენბექა და ბეშქენ ოპიზარები.

ჩალაბაშვილი თემურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი