↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ის ძველი ქოხი

მაჭავარიანი მუხრან

2026-07-181 წთ საკითხავი6955 ნახვა

—
ის ძველი ქოხი (აქ რომ იდგა, კარგა ხნის წინათ),ქოხი ღატაკი, კედელ-ყურე მისი უხეში,სასახლეს ამას (მის ადგილას, ახლა რომ ბრწყინავს),ამ ძვირფას ოდას, სევდით მოსავს უმსუბუქესით.
ის ბიჭუკელა, ამ ეზოში ბიას რომ კბეჩდა(ულამაზოა ეს სასახლე იმის გარეშე),ის ბერიკაცი, იმ ძველ ქოხში რომ იჯდა ფეჩთან,ზეიმს აწინდელს სევდით მოსავს უანკარესით.
ამაოდ ებრძვის თვალი ჩემი სევდის საბურველს,წრიალებს აწმყო, როგორც მწერი ობობას ქსელში;რაც იყო უწინ, კიდეც მსურს და არც მსურს დაბრუნდეს...ნისლივით აწევს სოფელს სევდა უმსუბუქესი.
მაჭავარიანი მუხრან

მაჭავარიანი მუხრან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი