↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლხინი ალაზნის ჭალაში

მაჭავარიანი მუხრან

2016-06-121 წთ საკითხავი6963 ნახვა

—
დღეს საქართველო ილტვის ზეცისკენ,მცირეღა შეგვრჩა რადგანაც მიწა...შეხედე ჭადარს, _არის ეს ის ხე,რომლის ჩეროში ერეკლე იჯდა.შუაზე აპობს მდინარე სიცხეს,თავგანწირული ირგვლივ არი სმა.მოწყენილია თელავის ციხე, _ვერ იასპინძა რადგან კრწანისმა.გახურდა ლხინი:შეეწნა ხმა ხმას,ხმა გაიმეტა ცის ლურჯმა თაღმაც _და როცა ეშხში შევიდნენ უკვე,მამაპაპურმა სიმღერამ მსუყემ _იალაზანა, _იალაზანა, _ორმაგი მისცა ალაზანს ძალადა გადმოლახა ნაპირნი წყალმა.ქვითინებს მუხა, _ ალაზანს გაღმა,ილიას თვალწინ რომელიც გახმა...კახურით გულის ხშირდება ძგერა,პირზე ღიმილი ახმება გელათს,თვალები ცრემლით ევსება ხახმატს:ვერ იდავითა პატარა კახმა!ვერ იდავითა პატარა კახმა!
მაჭავარიანი მუხრან

მაჭავარიანი მუხრან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი