↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მადლი იმ ზართა

მაჭავარიანი მუხრან

2016-06-121 წთ საკითხავი6958 ნახვა

—
რაც კი ზარია შემოკრული დღემდე ალავერდს, _მადლი იმ ზართა შესწეოდეს მეზვრე მანაველთ,მეზვრე ჩუმლაყელთ,მეზვრე შილდელთ,მეზვრე ახმეტელთ! _მე ვინაიდან ღვინოებში კახურს ვაღმერთებ.რაც კი ზარია შემოკრული აქამდე ყინწვისს, _მადლი იმ ზართა შესწეოდეს ტურფაა ვინც კი:მროელთ, არბოელთ,მცხეთელთ, კასპელთ,გორელთ აგრეთვე!@ _მე ვინაიდან ქალთა შორის ქართლელს ვაღმერთებ.რაც კი ზარია შემოკრული საერთოდ სადმე, _მადლი იმ ზართა შესწეოდეს ყველა ნაღდ ქართველს:ჰყვაოდეს ქართლი,იმერეთი, ფშავი, კახეთი! _მე ვინაიდან დუნიაზე მამულს ვაღმერთებ.
მაჭავარიანი მუხრან

მაჭავარიანი მუხრან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი