↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფიქრები ლოგინში

გაბაიძე გიორგი

2004-07-121 წთ საკითხავი19619 ნახვა

—
ცივა, ლოგინი საფლავს გავს სიცივით,რატომღაც სარკოფაგს მინდა რომ ემგვანოს,რად არ მაცილებენ გარდაცვლილს სიცილით?!.აქ რჩება სხეული ყოველი ჩვენგანის...
მე ყოველ ღამეს, რომ აქ გარდავიცვლები,და სული ეძლევა სიზმრეულ ხეტიალს,საწოლად შეკრული სასახლე ფიცრების,უბრალოდ სირბილე კუბოზე მეტი აქვს.
აღდგომა, მეორედ მოსვლამდე - მრავალჯერ,სულიერ ხორცშესხმას მღვიძარეს ანიჭებს,თენდება, ლოცვანი, ფინჯანი ყავა ჯერ,მერე კი... ვგავარ, ან არ ვგავარ სხვა ბიჭებს...
გაბაიძე გიორგი

გაბაიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი