↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჰიმნი თავისუფლებას

ჩარკვიანი ჯანსუღ

2007-07-121 წთ საკითხავი3043 ნახვა

—
მაგრად დაჰკარი, მაგრად დაჰკარი,დადგეს ყიჟინის კორიანტელი,რომ საქართველოს რწმენის აკვანიკვლავ იდგეს ტურფა და სანატრელი.
მაგრად დაჰკარი, მაგრად დაჰკარი,მტერს ავით თვალი დაენისლება,ვინც ჩვენ ერთმანეთს უცებ გაგყვარა,სატრფოსთან შეყრას არ ეღირსება.
თუ გამარჯვება არის მიზანი,დაბადებულნი არ ვართ ლაჩრებად.მამულისათვის, მამულისათვის,ძმებო, სიკვდილი ან გამარჯვება!
მოსჩანს, ამოდის მთვარე სამოთხის,ტყვია მიზანში მოსახვედრია.თავისუფლება ისე არ მოდის,თავისუფლება ლომთა ხვედრია.
როგორ დაცხრება, როგორ დაცხრებათავისუფალი ხალხის ბუნება?!თავისუფლება და აღტაცებადაუცხრომლობით აღესრულება.
მამულისათვის, მამულისათვისტყვია მიზანში მოსახვედრია.თავისუფლება ისე არ მოდის,თავისუფლება ლომთა ხვედრია.
ჩარკვიანი ჯანსუღ

ჩარკვიანი ჯანსუღ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი