↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სახელი

ჩარკვიანი ჯანსუღ

2026-07-181 წთ საკითხავი3043 ნახვა

—
მე მტკვრის ნაპირზე ვეძებდი სახელს,მეძახდა პირჯვრის გადამსახველი,მტკვარზე ნუ ეძებ, არაგვზე ნახე,შენს ტომს არაგვზე დარჩა სახელი.
შენს ტომს არაგვზე დარჩა სახელიშენი წინაპრის მოჭრილ თავებთან.და შენი გულის სევდაც, ნაღველიც,ნახე არაგვის შესართავებთან.
შენს ტომს სახელი არაგვზე დარჩა,უჭირისუფლოს, თვალებგახელილს.იმ ჩალისფერი დროშების ფარჩანიშია შენი ძველი სახელის.
ნაქარიშხლევი და ნაავდრებიდრო მტლად ედება ძმათა იარებს,გულდაჩეხილი მუზარადებიაცვიათ დევებს, ცხრათავიანებს.
ყველა ციხეში კვნესის ნესტანი,აჰყევი კედლებს გველის დაგესლილს,დიდი სახელის პიედესტალი _დგას ეშაფოტი ულამაზესი.
იმღერე, გულო, სიმღერა ხვალის,არაგვის პირი დამაქარგვინე.თეთრი დალივით შიშველი ხმალიახალ სახელებს დაგვაკარგვინებს.
უმღერე, გულო, იმ ძველ ნაპრალებს,მშობელი მიწის გული გრილია,ერთი სიცოცხლე რას დაგვაბრალებს _ასი სიკვდილი გამოგვივლია.
ჩარკვიანი ჯანსუღ

ჩარკვიანი ჯანსუღ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი