პოეზია · ლირიკა
კრიალოსანი
მთელი შემოდგომა თავზე დავიყარე პეპლებად,ფხალის ფოთოლივით შუბლზე დავიფინე სიბერე,ცხელი ნაკვერჩხალი ძალაუნებურად ნელდება,ჯერაც ჯიუტი ვარ - (ალბათ, მენანება) - ვუბერავსულს და... ეს ცხოვრება კრიალოსანია (გიშერი),კოვზი რომელია? - მკლავი ჩამივარდა ნაცარში,ჩემო, რამდენჯერ და... მახსოვს, იმდენჯერვე მიშველე...ახლა ყველაფერი შენთვის მომიძღვნია, რაც დამრჩა!..