პოეზია · ლირიკა
მეგობრის გახსენება
გაიელვა ქეიფების კოცონმა,ჩაიქროლეს მოთარეშე ქარებმა,მოგონება მუცალივით მოცოცდადა ძმაკაცის ლანდი მემუდარება...ქვათახევში, გახსოვს, როგორ დავთვერით,რამდენ ლამაზს ავურიეთ თავგზა და...მერე წყვილი რომ დავანთეთ სანთელი,ბაღდადურით ღამის ბნელი გაზავდა...მომენატრა სიჭაბუკის დღეები _ჩხუბითა და ტრფობით სავსე ყოჩები...ღვინოსა ვსვამ, სევდით განახელები,თქვენთან მოვალ, სიცოცხლეს რომ მოვრჩები...კვლავ მარტო ვარ და ვერ მიგებს ვერავინ,სიყვარულის შხამ-ტკბილსა ვცლი ფიალას...ბარათაშვილს გამოექცა მერანიდა ზედ გულზედ დარდად გადამიარა...