↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლოცვა რუსთაველზე

ოთარაშვილი ვაჟა

2026-07-181 წთ საკითხავი2030 ნახვა

—
ვიცი, ღამე ცუდად გძინავს, შფოთავ,ხან საკუთარ თავს უწყრები ბრაზით...რუსთაველზე ვნახე წუხელ შოთა,გვერდით ედგა მეფე ფარნავაზი...ილიას და წერეთელის ძეგლთანთერგდალეულ ერის მამებს შევხვდი...`ვაჟა არ ჩანს~ _ დავაპირე მეთქვადა შეირხა მთაკაცივით ვერხვი...გურამიშვილს მხარში ედგნენ ლეკნი,უფიცავდნენ ერთგულებას ყონაღს...სჭექდნენ სამას არაგველთა ლეკვნი:`არ ვიქნებით არავისი მონა!~აქ სრულიად საქართველო იდგა,წმინდანები ირგვლივ ჰფენდნენ ნათელს...დავით მეფე დიდგორულად, მედგრად,კვლავ ბრძოლისკენ მოუხმობდა ქართველს...გაბწყინებულ ივერიას ვხედავ!თეთრ გიორგის ქაშუეთის კართან _ქრისტეს ლაშქრის სწორუპოვარ მხედარს,კვლავ იფარავს ღვთისმშობელის კალთა!ვიცი, ღამე ცუდად გძინავს, შფოთავ,ხან საკუთარ თავს უწყრები ბრაზით...სვეტიცხოველს ჯანღი გადაშორდა,საქართველოს ღვთის ბეჭედი აზის!

ოთარაშვილი ვაჟა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი