↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მრწამსის სონეტი

კოტეტიშვილი ვახუშტი

2010-08-121 წთ საკითხავი5281 ნახვა

—
გავკიდეგანდი ამ ცხოვრების ტრაპეზის ბოლოს,ვით ხალხურ ლექსში მიგდებული ბერი ქედანი,მე ამაქვეყნად გაცრეცილი ასლი ვარ მხოლოდ,არსთაგამრიგეს არქივშია ჩემი დედანი.
მასში წერია, ჭეშმარიტად ვინა ვარ, რა ვარ?!ვისი გორის ვარ, როგორი მაქვს ძირძველი არსი?!ამაქვეყნიურ თეატრონში განზე რად ვდგავარ,როცა ანშლაგით მიდის ყოვლად უნიჭო ფარსი.
არ შეჰხებია ჩემს სულს ფუყე დიდების ფუფხი,კოცონზე მწვავენ, მაგრამ ცეცხლი მე არ მედება,რადგან ამქვეყნად ღვთის განგებას არასდროს ვუფრთხიდა რწმენით სავსეს სიკვდილიც კი მეიმედება.
მაცოცხლებს მრწამსი, რაიც ჩემში სულმა შენივთადა ვინძლო ასე აღვესრულო, ღმერთო, შენითა!
კოტეტიშვილი ვახუშტი

კოტეტიშვილი ვახუშტი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი