↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პეიზაჟის სონეტი

კოტეტიშვილი ვახუშტი

2010-08-121 წთ საკითხავი5282 ნახვა

—
იმ ხედს რა ვუყოთ, სადაც უკვე აღარ ვიქნებით?მთებს, რომლებზედაც ვეღარ ავალთ ან წყლის იმ ჭავლებს,ჩვენ რომ ვერასდროს ვიცურებთ და მხოლოდ ფიქრებითმოვეფერებით მათს ჩვენს მიღმა გულგრილად ჩავლებს.
პეიზაჟს ჩვენ არ ვენაღვლებით, ჩვენთვის კი იგიარის სიცოცხლე, ცხოვრება და სამშობლო თავად,თვალსაწიერი, რომლის ნაცნობ სამანებს იქითჩვენ ნოსტალგია გვეუფლება და ვხდებით ავად.
ჩვენ არ ვარსებობთ მისთვის. ხე თუ ეს მინდორ-ველი,კენჭი, ბუჩქი თუ თივის ზვინი, ნისლის ნაფლეთიახლობელია უფრო მეტად, ვიდრე ჩვენ - მთელიკაცობრიობა: სემი, ქამი თუ იაფეტი.
სამშობლოვ ჩემო, სხვა ქვეყნებში სიცოცხლეს ვარჩევ,შენს პეიზაჟზე სულ პატარა ბორცვად რომ დავრჩე.
კოტეტიშვილი ვახუშტი

კოტეტიშვილი ვახუშტი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი