↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რ უ ბ ი ა

კოტეტიშვილი ვახუშტი

2026-07-181 წთ საკითხავი5279 ნახვა

—
15 წლის სამარყანდელ გოგონას რუბიას, მკერდმოვერცხლილსა და ორმოცნაწნავიანს, რომელმაც მთხოვა: თბილისში წამიყვანე, იქ, შენს ჩაიხანაში, ფიალებს დაგირეცხავო.
ჯერ პატარა გოგონაა რუბია,წარბი წარბზე სურმით გადაუბია,თავზე ჭრელი არახჩინი უხდება,ბაგეები მარჯნად გადაუპია.
სავსე მკერდზე _ ფულები და ვერცხლები,და იმ მკერდქვეშ _ მოფართხალე მერცხლები,ამ წარბებმა გასაფრენად მომზიდა,მის წამწამთა ქარს ავყევ და ვერ ვცხრები.
ალვა ტანი, _ უშოლტესი ალვაზედა თვალები _ მოსისხამე ალმასი,რუბი, მითხარ, მაგ ბაგეთა თასიდანუკვდავების წყარო რატომ არ მასვი?!
რუბი, მითხარ რამე, აგრემც იხარე,გაგიშალო ზეცის ფარჩა-ფართალი,სიყვარულზე ოღონდ რამე მითხარი,ტყუილი თქვი, ნუ იქნება მართალი!
თვალთა ისართ სურთ ამ გულის აკლება?დე, აიკლონ, რით ვარ სხვებზე ნაკლები?!ეგ თვალები თუ უმთვარო ღამეა _მაგ ღამეში ელვად დავიკლაკნები.
ისეც ვივლი, ფილაქანი არ მინდა!შაში მინდა, იაგანი არ მინდა!მაგ თვალების ბნელ, უმთვარო ღამეშიისე შევალ, ჩირაღდანი არ მინდა!
სამარყანდი1956
კოტეტიშვილი ვახუშტი

კოტეტიშვილი ვახუშტი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი