პოეზია · ლირიკა
დიდ ქალბატონს N-ს
ძველი კარები უკვე გალაქეს,თქვენც ნაოჭებთან გაგაშველებენდა დაისიზმრეთ წუხელ ქალაქი,რომელსაც აღარ ააშენებენ.ვიცით, უფალი რატომაც გვბადებს,სიცოცხლე ბევრის მაინც ხათრია,ჩააშიშვლებენ ქარები ვარდებსდა მთვარისკენაც მზერას ათლიან.მთა ჩამოაყრდნობს სოფლის მხარს ღაბაბს,ვერ იტანს კიბე წლების ბოდიალს,თავს ჩამოიხრჩობს ამაღამ კაბა,რომ აღარ შეხვდეს სხეულს ობიანს.