↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დროის განმეორება

ალხაზიშვილი გივი

2009-08-121 წთ საკითხავი10691 ნახვა

—
მწვრთნიან ფიქრები უწყვეტელი და ღამღამობითვპოულობ სარკმელს გაბმულ ტანჯვის წილად შეძენილს,ასე შემკრთალი ვარსკვლავები რად ხამხამებენ,რა დაინახეს, რისი ხილვაც მე ვერ შევძელი?!აქ ყველაფერი ჩვეულებრივ რიტმში ბინადრობს,ვეღარ იცლიან ვეღარაფრის სანახავადა,აბრუნებს ორთქლი, იმეორებს ზუსტად იმავ დროს,როცა დეიდა მაგიდაზე დგამდა ყავადანს.იგივე კადრი, ფინჯნებს მშვიდად რომ ალაგებენ,სარკე, ლიმონის ბუჩქი ტოტებჩამოხუნძლული,ვერცხლის კოვზების მოწკრიალე ზანზალაკები,ნათურის ბჟუტვა და ოთახი - ღამის კუნძული.არსებობს ხილვა, იგი უფრო მართალი არი -ის გულში ცხოვრობს და გულივით წამით მეტკინა,ახლა იქა ვარ და იქიდან ვათვალიერებდროს, რომლის ყოფნა არ შემეძლო წარმომედგინა.
ალხაზიშვილი გივი

ალხაზიშვილი გივი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი