პოეზია · ლირიკა
დღე დღეს მისდევს
დღე დღეს მისდევს, კვირა - კვირას,ემატება ქირა ქირას.განა ერთმა, ბევრჯერ მეტმაიქაქანა, იქირქილა.ვერ ვიხსენებ, ვინ და რატომ,სად და როგორ ვინ აგინა,შემიტყუა ამ ცხოვრებამ -ტკბილმა, - უფრო ქინაქინამ.ზოგმა აწმყოს შეაკურთხა,ზოგმა წარსულს მიაკივლა,ისევ ის თუ შემეწევა,ვინც აქამდე მიაქიმა.