↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მეღორის ლოცვა

იაშვილი პაოლო

2010-08-121 წთ საკითხავი6667 ნახვა

—
უფალო! უსმინე შავარდენს,მის ხელით გიგზავნი ბარათს,მიშველე ღორებში ჩავარდნილს,ღორებში დარჩენილს მარად.
როგორც რომ ბურვაკი პალოზემინდორში ბაწარით აბია,მარტო ვარ, უფალო, დალოცემეღორე ცრემლების ყლაპია!
უფალო! მომეცი სამხარიძაღლივით ამოსულს ცაზე,და შენი პერანგი ნახმარიჩამაცვი ცოდვიან ტანზე.
მომეცი ბავშვებში ჩარევისდა მათთან თამაშის ნება.უფალო! შენს გარდა არავისარა აქვს ამის უფლება.
ფიქრები სამწყემსო ღორებზეყოველდღე ცრემლებით მსჯიდა.უფალო, გალავნის ყორეზედამნიშნე ბეღურა ჩიტად.
იაშვილი პაოლო

იაშვილი პაოლო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი