↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქაღალდის სახლი

ლობჟანიძე გიორგი

2010-08-121 წთ საკითხავი2490 ნახვა

—
შენ ჩუმად წახვალ...მე კი დავრჩები _კლდესავით უტყვი, მშვიდი, პიტალო,რომ უშენობამ ან დამანგრიოს,ან შევძლო კაცად გამოვითალო.დავმშვიდდი...დავცხრი...გავწონასწორდი...ზეცას ვუწვდინე სიცოცხლის კიდე,ნუ გეშინია, მომიახლოვდი:მკერდში ყინულის ნატეხი მიდევს.როცა უეცრად ხელში ჩამეფშვნამაგ ძუძუების თეთრი ფიქალი,ვერ დავაღწიე სიყვარულს თავიდა ვეღარც თავი ვერ მოვიკალი.რაღაც საოცარ სიზმარში ვდგავარმე _ საკუთარი სიზმრის გამცემი _და ჯოჯოხეთის ცეცხლივით მეკვრის,სხეულს მიბურღავს ეს ტანსაცმელი.დაბრუნდი!გესმის?მე შემიძლია,გითხრა, რომდღემდე ვცხოვრობდი ფუჭად,ჩემ შიგნით კვდება რაღაც ლამაზიდა ნაცარშეყრილ თვალივით მხუჭავს.ასე უეცრად იასამანი იშლება ბაღში _სწრაფად და ლაღად...ასე გვტოვებენ...და უფსკრულივითჩავცქერითგულგრილ,ცარიელ ქაღალდს;რომელიც ურცხვად გაგიმეორებსძალაგამოცლილს,შეშლილსდა დაღლილს...რამდენი ცივი ქარით ზუზუნებსეს ცარიელი ქაღალდის სახლი;რამდენი წვიმა უნდა მიაწყდეს,როგორც კლდის თავზე არწივის ბუდეს,რადგან ქვეყანას, გულის მაგივრად,მკერდში ყინულის ნატეხი უდევს.და რადგან ხელში უცებ ჩამემსხვრამაგ ძუძუების თეთრი ფიქალი,მეც კლდედ ვიქეცი,მაგრამ ვერ შევძელდა დღემდეთავი ვერ მოვიკალი.
ლობჟანიძე გიორგი

ლობჟანიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი