პოეზია · ლირიკა
ჩრდილები
(რატი კიკაჩეიშვილს)
ამბობდი: "ძმაო, აჯობებს ასე,არ შეგვეშინდეს დიდი ცვლილების",მზემ გადაადნო ჩრდილები გზაზე,რომ დაიბადონ ისევ ჩრდილები.
ამბობდი: "ძმაო, შორია გზამდე,უნაპირობას ვუჩივით დღესაც..."მაგრამ რაღაცის ხომ უნდა გვწამდეს,როდესაც ასე ახლოა ზეცა!
შენ ჩემგან შორს ხარ და უფრო ახლოსდა უფრო ახლოს არ ჩანს არავინ,გზააცდენილი მგზავრების სახლიცარ ჩანს და სახლში დამრჩა კარავი.
დამეძინება ოდესმე ალბათ,დამეძინება როცა იქნება,ვერ მოიყვანა სიზმარი დაღლამ,ვერც მოსაწყენმა ძველმა წიგნებმა.
გითხარი: "ბევრჯერ მინდოდა წასვლა..."ნაფეხურები თოვლივით დნება,ნაფეხურების არა ღირს გასვრა,არა ღირს ვნებად, არც მოგონებად.
მერე მოვიდა სიზმარი თეთრი,და ყველა ფერმა თავი დახარა,და ჩემს სიზმარში იყავი ღმერთი,მე კიდევ ერთი მთვრალი მასხარა.