↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩვეულებრივად

ნახუცრიშვილი გაგა

2026-07-181 წთ საკითხავი2167 ნახვა

—
წამით ჩათვლიმა და ისევ ფხიზლობს,ღამით დაშორდა საყვარელ გოგოს,თან არაფერი შეცვლილა თითქოს,წვიმს და უყურებს ამინდის პროგნოზს.
ფანჯარას აღებს, დუღდება ყავა,თან ნერვებს უშლის სისველე თარსი,იცის, რომ მალე ქუჩაში გავადა ისეირნებს წვიმაში ტაქსით.
უყურებს უჟმურ ღამეს და სახლებს,და მძღოლი ჩუმად მანქანას მართავს,სიგარეტს იღებს და ასანთს ანთებს,ჩვეულებრივად იცხოვრებს ალბათ.

ნახუცრიშვილი გაგა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი