↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შემოდგომის სინანული

ნახუცრიშვილი გაგა

2026-07-181 წთ საკითხავი2167 ნახვა

—
სინანული თუ გზას გაანათებს,მაშინ გაქრება ჩემი შეცდომა,თუკი სიცოცხლე იყო ღალატი,სიკვდილი რატომ ჰგავს შემოდგომას.
რატომ იძინებს ნამუსი თბილად,ფოთლების ყვითელ იხურავს საბანს,ფოთლები ცვივა, ფოთლები ცვივა,სინაცრისფრეა და ცაც კი არ ჩანს.
ელიან საკენკს – ბეღურებს ვხედავ,ველია, სადაც სივრცე მთელია,ვერცერთი ქალი და ვეღარც დედასიცარიელეს ვერ უშველიან.
დავრჩებით ასე: კვლავ მე და სივრცე,სადამდეც გავძლებთ, ალბათ ვიქნებით,“იყავი ჩიტი!” – ამბობდა ქრისტე,სად მიფრინავენ ნეტავ ჩიტები.
ცოტა ხნით დარჩით, ჯერ ხომ არ ცივა,ცოტა ხნით დარჩით და ღმერთის გწამდეთ,ფოთლები ცვივა, ფოთლები ცვივა,არ შეგეშინდეთ, დაგიყრით საკენკს.

ნახუცრიშვილი გაგა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი