პოეზია · ლირიკა
ღამის პეპლები არ მოფრინდებიან
ისევ ცხელა და ფანჯრებიც ღიაა,მაგრამ ამ საღამოსღამის პეპლები არ მოფრინდებიან.
არა, არ მოვლენ,არ იფარფატებენ ნათურის ირგვლივ;არ იცეკვებენ პეპლები ბოლეროსარც მათი ჩრდილები არ აცეკვდებიანჭერზე და კედლებზე.
წვიმს ახლა გარეთ.წვიმს აგვისტოს ცხელი დღის ბოლოს:აწვიმს სოფელს, აწვიმს შარაგზას,აწვიმს სოფლის სასაფლაოს;აწვიმს სწორედ დღეს ამოვსებულ საფლავსაც,და აწვიმს ისე,თითქოს გარდაცვლილსადამიანის ცრემლი დაჰკლებოდეს...
წვიმს ახლა გარეთ,წვიმს და მაინც ძალიან ცხელა,ცხელა და ფანჯრებიც ისევ ღიაა,მაგრამ ამ საღამოსღამის პეპლები არ მოფრინდებიან.არ იფარფატებენ ნათურის ირგვლივ,არ იცეკვებენ პეპლები ბოლეროს,არც მათი ჩრდილები არ აცეკვდებიანჭერზე და კედლებზე.
ჰო, ამ საღამოსღამის პეპლები არ მოფრინდებიან.