↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ძაფი (ვარიაცია თემისა "ქანქარა")

ჩხეტიანი თემურ

2011-08-121 წთ საკითხავი4961 ნახვა

—
მე ვკიდივარ ჭერიდან ჩამოშვებულ ძაფზე,ვკიდივარ და ვქანაობ აქეთ-იქით;ვქანაობ ორ კედელს შორისდა ვქანაობ ისე,რომ ხან ერთ კედელს ვეჯახები,ხან კი მეორეს.
მტკივნეულია ეს შეჯახებები,მტკივნეულია მით უფრო, რადგანერთი კედელი მეუბნება:"შენ უკვე ამოწურე შენი თავი",ხოლო მეორე თითქოსდა მამხნევებს:"შენ ჯერ კიდევ არ დაგიწერია შენი ლექსები..."
მოდი და გაიგე!ან ეს ძაფი რიღასია, რომ ვეღარ ჩამოწყდა?არადა, მართლა რომ ჩამოწყდეს,იატაკზე ნოხიც არ მიგია.
ჩხეტიანი თემურ

ჩხეტიანი თემურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი