პოეზია · ლირიკა
ტაქსები. კაბა. ნადირობა
პლატფორმაზე ვდგავარ. ვიტრინებს მიღმალურჯ ჩახჩახა ვიტრინებს მიღმაღიპიანი ქალები მიირთმევენ შებოლილ ძეხვს.შებოლილ ჰაერს და კათხა ლუდს.მეგობარი კაცები საუბრობენ ხმადაბლა -სიგარების მომხიბლავ კვამლს უშვებენ დინჯად.თითქოს არ სურთ შეამჩნიონროგორ მძიმედ სწევს ვისკიან ბოთლს ბარმენის ხელიმტვრიან დახლზე.დაორთქლილ მინას როგორ ხაზავენ სქელი წვეთები -ეხლებიან ერთიმეორეს შემპარავი ხმაურით. კრძალვით.წვიმს. ტაქსის ფანჯრები უშვებენ დიაფილმებსამ ქალაქზე. იმ ვიტრინებზე. იმ ძეხვითსავსე ქალებზერომელთაც სიცილისგან მკერდი უთახთახებთდა ერთმანეთს ჩემზე ანიშნებენ.ჩემზე და ჩემს სველ ჩემოდანზესადაც უამრავი ხარახურა ყრია: შავი პარიკი.ცისფერი ლინზები. ნეფერტიტის ქუდი.უსახურავო ჩაიდანი და უცოდველი მშვიდისარირომლის წვერსაც სისხლის წვეთი არ შეხლეჩია(სანადიროდ ვერ წავედი წვიმების გამო).დიაფილმები გრძელდებიან ქალაქში. ყველგან.ვიწრო ჩიხებშიც და ყველაფერს იმახსოვრებენ.ჩემი ხელების სიწითლესაც ჩემოდანმა რომ დამამჩნია.ცხელი მუხლები შხივიან და იმეორებენტაქსის სველ ფანჯრებს. სქელი ლაბადის მაღალ საყელოსმინებს მირმა მძღოლის თვალებთან.პლატფორმაზე ვდგავარ. წვიმს.კაბის ბოლოზე დაკიდული შემპარავი სქელი წვეთებიწინწკლავენ ასფალტს. ფეხსაცმლის ზონარს.ახორხოცებული ქალები ვიტრინების ლურჯი ფანჯრიდანძეხვებს მესვრიანმე ცირკის მსახიობ გოგოს სველი ჩემოდნითსანადიროდ მიმავალს ღამით.ძეხვებს მესვრიან. მიყვირიან. სიცილისგან უთახთახებთწითელი სახე.სველი ხელებით ვირგებ შავ პარიკს. ცისფერ ლინზებს.უცოდველ ისრებს ვიკიდებ ზურგზე. ნეფერტიტის ქუდსაც ვიხურავ.ტაქსის ფანჯრებში ვამოწმებ ჩემს თავს.მე ცირკის მსახიობი გოგო.ტაქსის მძღოლები თავს მიკრავენ. ლაბადების საყელოს სწევენუსტვენენ და ტოვებენ ჩიხებს.დიაფილმები ჩერდებიან.ქრება შუქი ლურჯ ვიტრინებში.ცხელ მუხლებზე მეხლებიან ღამის პეპლებიისევ და ისევ მეხლებიან და ცვივიანმკვდრები ფეხებთან.ჩექმის წვერით ვაბრუნებ ყველას. სათითაოდ -ჩემს ნანადირევს უსახურავო ჩაიდანში ვასვენებ ფრთხილად.მიმოვიხედე: გაქრნენ გზები. ავტოები.მატარებლის მოქანავე ხმებიც გაიქცნენ.მე ცირკის მსახიობმა გოგომმოვინადირე ღამის პეპლები ცივ პლატფორმაზე.წვიმაში და ფანჯრების თვალწინ -კარგად მოვირგე მონადირის მკაცრი სამოსიჩემი კაბა კი მკვდარი შველივით ეგდო მიწაზე.