↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წყევლის ბალადა (მთარგმნელი: დავით წერედიანი)

ვიიონი ფრანსუა

2012-08-121 წთ საკითხავი1579 ნახვა

—
ისე დაემხოს ვერც კი იაზროს,როგორც ტროაზე მაქვს განაგონი,ან თავის გზაზე, როგორც იაზონს,ცეცხლისმფრქვეველი შეხვდეს დრაკონი,ჯდეს დედალოსის კოშკში და ვარამსხარშავდეს გულში, მზის ვერმნახველი,ცოცხლად აშმორდეს, იობის დარად,სამშობლოსათვის ავის მზრახველი.
აბესალომებრ, თმით დაეკიდოს,სენ-ვიქტორივით შეეკრათ ძალით,ორ დოლაბს შორის გადაეხიდოთდა ღარისათვის მიეშვათ წყალი,ვით ნაბუქოდო, პირდახოკილიდაძრწოდეს, კლავდეს უტყვი ნაღველი,წვებს დასკდომოდეს, სიმონ მოგვივით,სამშობლოსათვის ავის მზრახველი.
ტყვეს, თურქთა უღლის ეგრძნოს სიამე,ტანტალოსივით იტანდეს შიმშილს,და, როგორც როსმე ოტოვიანეს,მისსივე განძი ჩაასხან პირში,ვენუსს ედაღოს ჟინით მდაბალით,მარსს აღემართოს მასზე მახვილი,მოესრათ, როგორც სარდანაპალი,სამშობლოსათვის ავის მზრახველი.
პრინცო, ერთ სანთელს ნურვინ მიუტანს,წყევლად გარდათქვან მისი სახელი,წარხდეს და წაწყდეს, როგორც იუდა,სამშობლოსათვის ავის მზრახველი.

ვიიონი ფრანსუა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი