↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ღრუბლიაანთა

ცუცქირიძე ლელა

2026-07-182 წთ საკითხავი3631 ნახვა

—
საქმე არა გაქვთ?რას ჩამომსხდარხართ ამ ყანაში, მოლაღურებო,მზით მოხალულ ხორბლის მარცვლებსრას აკნატუნებთ?თანაც, ჭორაობთ:ყაყაჩოებზე, ფურფუჭებზე, ფარსმანდუკებზე და”რას ამბობ, ქააო” -პატარა თავებს აკანტურებთ...საქმე არა გაქვთ?აფრინდით ახლა,წამომყევით ღრუბლიაანთა,საჭორაოს იქაც რა დალევს.
რა ხდება ერთი, იმათ თავსა, გავიგო აბა!ქორწილი აქვთ თუ დღეობაი,ნათლობა აქვთ თუ ძეობაი...ელვებს - ჩინ-მედლებსდა ჟინჟილებს აჟღარუნებენ,ჭექენ და ქუხან: ჩვენა ვართ და ეს ჩვენი ცაო...მაგათმა მზემა, არ დაგვპატიჟეს, ეგრე სადაა?!
აფრინდით, გეყოთ ხორბლის კნატუნი, მოლაღურებო,ღრუბლიაანთა კარგი სუფრა იშლება-ხოლმე:ეს - მწნილიო,ეს -ხავიწიო,ეს - მინდვრის მხალი, ღანძილიო, ნაზუქებიო...რომელი ერთი ჩამოვთვალო...ახლა ღოლოს შეჭამანდი?!ახლა ცოცხალი?!ყოველ ღამით ხომ, მაგათ ჩადგმულ კოკოზებში,ლურჯდაკრული ვარსკვლავები ციმორებივით ებმებიან და ფართხალებენ...ღვინო კი...ღვინოს ნუღარცა მკითხავთ:გინდ ატენური, გინდ თავკვერი -ისეთია, როო,ყელში ჩიტივით ჭიკჭიკებს დასულ არაკებად გარაკრაკებს.მეც, ამ ტიალ წუთისოფელში, მეტი რა მინდა?ავრაკრაკდები, არაკებს ვიტყვი,ისეთ სიმღერას შემოვძახებ,თავშლის ბოლო, ჩვენი სოფლის ქალებივით ჩაიკეცონ დედაღრუბლებმა და:”იიჰ, მეხი კი დაგაყარეთ, რა სიმღერა გცოდნია, ბალღოო” -ჩაიქირქილონ.
მერე, ერთმანეთს დაერევიან ღრუბლიაანთი,ასე იციან...აჟღარუნდება კიდევ ერთხელჩინ-მედლები და ჟინჟილებიდა რა თქმა უნდა, გაწვიმდება.რამ შეგაშინათ?ეგენი მალე მიიძინებენ - ღრუბლიაანთი.თქვენ მერე ნახეთ!
შემოგორდება მზის ჩარდახი,თვალებს მოგჭრით, ისეთ ჩახჩახა ჩინჩხლებს გაჰყრის, მოლაღურებო!მოჩახჩახდება თქვენს ყანაშიდა იქიდან, ამ ჩახჩახა ჩარდახიდან,ცხელი ზაფხული გადმოგოგდება-ფერ-უმარილ-პომადიანი - როგორც ფუფალა.ჩამოგიჯდებათ, ისიც გაკვნეტს მოხალულ მარცვლებსდა ამ მთისას მოგიყვებათ,და იმ ბარისას,და ამ ქართლისას მოგიყვებათ,და იმ ქართლისას - ერთხელაც, ასე, ჭორაობისას, ჩენჩოებს რომ გადავაყოლეთ.
...აგე, ხომ ხედავთ,მაინც წამომცდა, გულისგულში რაც მიფუთფუთებს,არ კი მინდოდა,მაგრამ, რას ვიზამთ,ხდება ასეცა, ათასში ერთხელ, მოლაღურებო...
ცუცქირიძე ლელა

ცუცქირიძე ლელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი