↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * შიში მეუფლება გულწრფელი

ფირცხალაიშვილი თემურ

2019-08-121 წთ საკითხავი14829 ნახვა

—
შიში მეუფლება გულწრფელი:ნისლი უნდობლობის ფარავს დროს...თუკი შენს სატკივარს ვუშველი,იმედს გაგაწბილებ არასდროს!მოჩანს დათოვლილი ფერდობი,ჰოდა, საუბარი რაზეა!სიტყვა მენატრება მართალი,ძველი ისევ მტკივა ჭრილობა...მქონდა ღვთის წინაშე ნათქვამიშენი გადარჩენის პირობა!ბედი, რახანია, შემიჩნდა,გულსაც ეჭვი ბზარავს ძირძველი:ნუთუ ამაოა ჩემი ცდა,მართლა ვერაფერით გიშველი?!
ფირცხალაიშვილი თემურ

ფირცხალაიშვილი თემურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი