პოეზია · ლირიკა
* * * ვედრება. ლოცვა. ზარები მწუხრის
ვედრება. ლოცვა. ზარები მწუხრის.გაბზარულ გულში ქარები ქრიან...ყველაზე უფრო ღვთაებრივ წუხილს:მოყვასის ბედზე წუხილი ჰქვია!ოდესღაც წრმენის კოცონი მენთო,ახლა პირქუში ნისლია ქედზე...იმდენი ძალა მომეცი, ღმერთო,მუდამ ვიფიქრო მოყვასის ბედზე!!!