პოეზია · ლირიკა
* * * ვეღარ გავექეცი ასეთ ბედს
ვერარ გავექეცი ასეთ ბედს:ვერსად გავიხარე დიდად...თუკი პოეზია მაქცევს გვერდს,მართლა არაფერი მინდა!გულში გრიგალივით მოწოლილტკივილს ვაჟკაცურად ვებრძვი,რათა გიზგიზებდეს კოცონი:ერთ დროს მინავლული ცეცხლი!თუკი ვერ დავლოცე ჩვენი მზე,ვერარ დაგიდექი მხარში:ძმაო, დიდსულოვნად შემინდე,აღარც პოეტი ვარ მაშინ...